VIDEO: ულამაზესი გოლები - ინტერმა მონცა გაანადგურა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა, ინტერმა, ჯუზეპე მეაცას სტადიონზე მონცა მიიღო და 4-1 გაანადგურა.
მილანელთა მხრიდან გოლები ჰაკან ჩალჰანოღლუმ, პიოტრ ჟელინსკიმ, ფრანჩესკო ესპოსიტომ და იან ბისეკმა გაიტანეს, ერთი ბურთი კი გუსტავო ვარელამ გაქვითა.
ინტერის მხრიდან განსაკუთრებით გამოვიდა ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ფრანჩესკო ესპოსიტოს გოლები.
თურქმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-6 წუთზე საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გახსნა, ახალგაზრდა იტალიელმა კი 55-ე წუთზე ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 3-1 გახადა.
ინტერი მომავალ ტურში კალიარის ესტუმრება, მონცა კი საკუთარ მოედანზე ქართველების უდინეზეს მიიღებს.