• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
VIDEO: ვ ე მ ბ ა ნ ი ა მ ა - სან ანტონიომ ჩემპიონს ორი ოვერტაიმით სტუმრად მოუგო
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ვ ე მ ბ ა ნ ი ა მ ა - სან ანტონიომ ჩემპიონს ორი ოვერტაიმით სტუმრად მოუგო

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, ვიქტორ ვემბანიამამ მოქმედ ჩემპიონ ოკლაჰომა სითი თანდერთან სტუმრად შოუ მოაწყო და სან ანტონიო სპერსს 2 ოვერტაიმის შემდეგ მოაგებინა - 122:115.


ფრანგმა ვარსკვლავმა 41 ქულა, 24 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა და NBA-ის საპლეიოფო ეტაპის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გახდა, ვინც 40+ ქულა და 20+ მოხსნა ჩაიწერა აქტივში - 22 წლისა და 134 დღის ასაკში. აქამდე რეკორდი ლეგენდარულ კარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა - 1970 წლის ფინალებში ასეთივე შედეგი 22 წლისა და 343 დღის ასაკში დააფიქსირა.


"ეს სურვილების ომი იყო... ორივე გუნდმა მენტალური სიმტკიცის მაგალითი აჩვენა. თითოეული მოთამაშისგან თითოეულ წამში 100%-იანი სიზუსტით თამაში გვჭირდებოდა", - აღნიშნა სპერსის მთავარმა მწვრთნელმა, მიტჩ ჯონსონმა.


ვემბის გარდა, ასევე ორმაგი დუბლი შეასრულეს მისივე თანაგუნდელებმა - დილენ ჰარპერმა (24 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი) და სტეფონ ქასლმა (17 ქულა, 6 მოხსნა, 11 ასისტი).


ორმაგი დუბლი ჰქონდა NBA-ის ზედიზედ მეორე სეზონის MVP შაი გილჯეს-ალექსანდერს (24 ქულა, 3 მოხსნა, 12 ასისტი), თუმცა პირველ ტაიმში თითქმის 3-წლიან პერიოდში სროლების პირადი ანტირეკორდი დააფიქსირა - 5-დან 1 ბურთი ჩააგდო. 


სხვა მოთამაშეთაგან, ალექს კარუზომ 31 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა, ხოლო ჯეილენ უილიამსმა 26 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი.


აღსანიშნავია, რომ OKC კონფერენციის ფინალამდე მშრალად მივიდა - ფინიქსიც და ლეიკერსიც 4:0 გაანადგურა. დღევანდელი მარცხით, მოქმედი ჩემპიონის 9-მატჩიანი საპლეიოფო მოგებათა სერია შეწყდა.


NBA-ის პლეი-ოფების ისტორიაში მეექვსედ მოხდა, როცა გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმი გახდა საჭირო - ბოლოს ასეთი რამ 2013 წელს, სწორედ სან ანტონიო სპერსისა და გოლდენ სტეიტ უორიორსის სერიისას მოხდა.


სერიის მე-2 შეხვედრა ისევ ოკლაჰომაში, 21 მაისის 04:30 საათიდან გაიმართება.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

კალათბურთი ნბა
კალათბურთი
ოკლაჰომა
სან ანტონიო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ზედიზედ მე-3 მარცხი - ტენერიფეს პლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ზედიზედ მე-3 მარცხი - ტენერიფეს პლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
•კალათბურთი

კალათბურთი

მოქმედი ჩემპიონი გავარდა - რომელი გუნდები ითამაშებენ სუპერლიგის ფინალში

•კალათბურთი

კალათბურთი

მოქმედი ჩემპიონი გავარდა - რომელი გუნდები ითამაშებენ სუპერლიგის ფინალში
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ქართული დერბი ესპანეთში - თოკოს ბარსამ შერმოს ტენერიფეს მოუგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ქართული დერბი ესპანეთში - თოკოს ბარსამ შერმოს ტენერიფეს მოუგო
•კალათბურთი

კალათბურთი

ზედიზედ მეორედ - გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა

•კალათბურთი

კალათბურთი

ზედიზედ მეორედ - გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

15 მაი, 2026

VIDEO: ზედიზედ მე-3 მარცხი - ტენერიფეს პლეი-ოფში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

News image

16 მაი, 2026

მოქმედი ჩემპიონი გავარდა - რომელი გუნდები ითამაშებენ სუპერლიგის ფინალში

News image

21 სთ წინ

VIDEO: ქართული დერბი ესპანეთში - თოკოს ბარსამ შერმოს ტენერიფეს მოუგო

News image

21 სთ წინ

ზედიზედ მეორედ - გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება