VIDEO: ზედიზედ მე-2 მატჩში გაიტანა - ინჯგიამ გუნდს ქულა გადაურჩინა
08 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოლიმპიაკოს ნიქოზიას შემტევმა, რეზი ინჯგიამ კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-2 გოლი გაიტანა. ქართველმა გუნდს ქლორაკასთან ქულა ბოლო წუთებზე გადაურჩინა.
ინჯგიას გუნდი ერთ-ერთ კონკურენტ ქლორაკასთან სტუმრად 0:1-ს აგებდა, 82-ე წუთზე კი მან ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რეზიმ ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა - 5 ნოემბერს თასზე შეაგდო. სეზონში მისთვის მე-3 საგოლე მოქმედებაა - 30 აგვისტოს, ჩემპიონატში ანორთოსისთანაც შეაგდო.
ოლიმპიაკოს ნიქოზიამ ქლორაკასთან სტუმრად აღებული ქულით, 11 მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა. გუნდი შემდეგ რაუნდში, 22 ნოემბერს, მე-5 ადგილოსან აეკ ლარნაკას უმასპინძლებს.