VIDEO: ზედიზედ მე-5 მარცხი - ტოტენჰემი გასავარდნ ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ტოტენჰემმა ლონდონ სთედიუმზე კრისტალ პალასი მიიღო.
შეხვედრაში თითქმის ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა და მატჩის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი გამოვიდა.
29-ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, თუმცა ისმაილა სარის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, 34-ე წუთზე კი მასპინძლები დომინიკ სოლანკემ დააწინაურა.
თუმცა დეზებისთვის მალე სიტუაცია დამძიმდა. 38-ე წუთზე მიკი ვან დე ვენმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, ტოტენჰემის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ისმაილა სარმა შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და კომპენსირებულ დროში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. ადამ უორტონის პასის ჯერ იორგენ ლარსენმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ისმაილა სარმა შეასრულა დუბლი.
მეორე ტაიმში ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და კრისტალ პალასმა სტუმრად 1-3 იმარჯვა. ამ მოგებით ოლივერ გლასნერის გუნდს 38 ქულა დაუგროვდა და სატურნრი ცხრილში მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება ტოტენჰემს, გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო, ჯამში კი იგორ ტუდორის შეგირდებს 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. მათი ეს მდგომარეობა სატურნირო მდგომარეობაზეც ასახულია და გუნდი 29 ქულით მე-16 ადგილზეა, გასავარდნ ზონასთან სხვაობა კი მხოლოდ 1 ქულაა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტოტენჰემს 2026 წელს პრემიერ ლიგაში მოგება ჯერ არ აქვს.