ტოტენჰემის წარუმატებელი სერია ჩრდილოეთ ლონდონურ დერბიში გრძელდება — გუნდს არსენალი უკვე სამ წელზე მეტია არ დაუმარცხებია.
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში საკუთარ მოედანზე განცდილი მარცხი (1:4) მორიგი დარტყმა აღმოჩნდა მასპინძლებისთვის. ბოლო შემთხვევა, როდესაც ტოტენჰემმა ოფიციალურ მატჩში არსენალზე გამარჯვება იზეიმა, 2022 წლის 12 მაისით თარიღდება (3:0).
VIDEO: ტუდორის ჩავარდნილი დებიუტი — არსენალმა ჩრდილოეთ ლონდონური დერბი გამანადგურებლად მოიგო
მას შემდეგ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში არსენალმა 7 გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 დაპირისპირება ზედიზედ „მეთოფეების“ ტრიუმფით დამთავრდა.
ამ დროისთვის არსენალი პრემიერ ლიგას 28 მატჩში დაგროვილი 61 ქულით ლიდერობს, ხოლო ტოტენჰემი 29 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის ზონასთან სახიფათოდ ახლოს რჩება.