VIDEO: ზედიზედ მე-8 გამარჯვება ჩემპიონატში - ინტერმა ჯენოას მოუგო
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში ინტერი ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ჯენოას დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში 31-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს გოლით გაიხსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი სწორედ ამ გოლით მოიგეს. 70-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ჰაკან ჩალჰანოღლუმ შეასრულა ზუსტად და სხვაობა ორამდე გაზარდა.
საბოლოოდ ინტერმა 2-0 იმარჯვა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ნერაძურიმ იტალიის ჩემპიონატში წაუგებელი სერია 15 მატჩამდე გაზარდა, სულ კი ზედიზედ მე-8 შეხვედრა მოიგო.
მილანელებს ამ მოგებით 67 ქულა დაუგროვდათ და თანაქალელ როსონერის ამ მომენტისთვის ცხრილში 13 ქულით უსწრებენ.