• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული სირცხვილის ზღვარზე არიან
ფეხბურთიფეხბურთი

იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული სირცხვილის ზღვარზე არიან

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიური ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგაზე კატასტროფის ზღვარზე დგას - არსებობს საფრთხე, რომ სერია A-ს ვერცერთი კლუბი ვერ იასპარეზებს მიმდინარე სეზონის მერვედფინალში.


მას შემდეგ, რაც 2003-04 სეზონში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მერვედფინალის ეტაპი ხელახლა შემოიღეს, ყოველთვის იყო მინიმუმ ერთი იტალიური წარმომადგენელი ამ ეტაპზე, ბოლო 22 წლის განმავლობაში 12-ჯერ კი სამი იტალიური კლუბიც კი მონაწილეობდა.


ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (ან პირველ პლეი-ოფის ეტაპზე, როცა ტურნირი სხვა ფორმატით ტარდებოდა) მინიმუმ ერთი იტალიური გუნდი 1987-88 სეზონის შემდეგ ყოველ წელს ხვდებოდა. მაშინ ნაპოლი ევროპის თასის პირველ რაუნდში მადრიდის რეალთან დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს.


თუმცა, მილანის ინტერის პლეი-ოფის მარცხი ნორვეგიულ დებიუტანტ ბოდო/გლიმტთან ნიშნავს, რომ იუვენტუსს ან ატალანტას მოუწევთ პირველი მატჩების ჩამორჩენის აღმოფხვრა, რათა ეს სერია გაგრძელდეს.


VIDEO: ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება — ბოდო გლიმტმა ლიგას შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა


იუვენტუსი ტურინში გასამართ განმეორებით შეხვედრამდე გალათასარაისთან საერთო ანგარიშით 5-2 აგებს, ხოლო ატალანტა საშინაო მატჩამდე დორტმუნდის ბორუსიასთან ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში 2-0 ჩამორჩენაშია.


გასული სეზონის ფინალისტმა ინტერმა სან სიროზე ბოდოსთან 1-2 წააგო, მაშინ როცა პირველ შეხვედრაში 3-1 დამარცხდა.


ეს პირველი შემთხვევაა, როცა მილანური გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ტოპ ხუთი ლიგის გარეთ არსებული ქვეყნის გუნდთან დამარცხებით გამოვარდა.


რეალმა და პსჟ-მ დაწყებული საქმე უნდა დაასრულონ, იუვეს კი სასწაული სჭირდება — დღეს ბოლო 1/8 ფინალისტებს გავიგებთ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იუვენტუსი
ატალანტა
ინტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მორიგი მარცხი — იუვენტუსს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მორიგი მარცხი — იუვენტუსს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ზედიზედ მე-7 მოგება სერია ა-ში - ინტერმა ლეჩე დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ზედიზედ მე-7 მოგება სერია ა-ში - ინტერმა ლეჩე დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება — ბოდო გლიმტმა ლიგას შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება — ბოდო გლიმტმა ლიგას შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მორიგი გათავისუფლება? სპალეტი იუვედან შესაძლოა ნაადრევად დაითხოვონ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მორიგი გათავისუფლება? სპალეტი იუვედან შესაძლოა ნაადრევად დაითხოვონ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 თებ, 2026

VIDEO: მორიგი მარცხი — იუვენტუსს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა

News image

21 თებ, 2026

VIDEO: ზედიზედ მე-7 მოგება სერია ა-ში - ინტერმა ლეჩე დაამარცხა

News image

16 სთ წინ

VIDEO: ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება — ბოდო გლიმტმა ლიგას შარშანდელი ფინალისტი გამოთიშა

News image

23 თებ, 2026

მორიგი გათავისუფლება? სპალეტი იუვედან შესაძლოა ნაადრევად დაითხოვონ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება