ლა ლიგის მე-13 ტურში ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე მალიორკას 2:1 მოუგო.
აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმიდან გიორგი მიქაუტაძე დაბრუნდა, რომელიც ნოემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრებს მიკრო ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.
მიქაუტაძე მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა და ნახევარი საათი ითამაშა, თუმცა თავისი გუნდის გოლებში მონაწილეობა არ მიუღია.
ვილიარეალმა მე-9 თამაში მოიგო, 29 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილს იკავებს, მალიორკა კი 12 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
1-0 მორენო 6'
1-1 სამუ კოსტა 8'
2-1 ოლუვასეი 83'