მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ჰაიდენჰაიმი საკუთარ მოედანზე ჰოლშტაინ კილს დაუპირისპირდა. თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ.
შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა, ქართველმა თავდამსხმელმა კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა..
მეორე ტაიმის სტარტზე, 47-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 2-0 გახადა და ჰაიდენჰაიმის შემადგენლობაში მე-2 გოლი გაიტანა.
მატჩის კომპენსირებულ მე-3 წუთზე კი ბუდუმ ასისტიც გააკეთა, რომელიც გოლად სირლორდ კონტემ აქცია.
Sofascore-ის ვერსიით ყველაზე მაღალი შეფასება (9.0) სწორედ ბუდუ ზივზივაძემ დაიმსახურა. ჰაიდენჰაიმი 19 ქულით მე-17 ადგილზეა და პლეიაუტის ზონას 1 ქულით ჩამორჩება.
47' ზივზივაძე 2-0
90+3' კონტე 3-1
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები