ელოი როომმა 15 მოგერიება შეასრულა და კიურასაოს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოუტანა, მისი გუნდი კი ეკვადორს 0:0 დაუზავდა.
როომმა ყველაზე მეტი სეივი შეასრულა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ნაკრების მეკარე ტიმ ჰოვარდმა 2014 წლის 1 ივლისს ბელგიასთან შეხვედრაში (1:2 დამატებით დროში) 16 მოგერიება დააფიქსირა. თუმცა, ჰოვარდმა ეს მაჩვენებელი 120 წუთში დააგროვა.
1966 წლიდან მოყოლებული, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყო, როომმა ისტორიული რეკორდი დაამყარა.
ის გახდა პირველი მეკარე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე კარი მშრალად შეინახა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა მიიღო საკუთარ კარში.
ვინ არის ელოი როომი?
მიუხედავად იმისა, რომ 37 წლის ელოი როომი ამჟამად აშშ-ის მეორე დივიზიონში, USL Championship-ის გუნდ მაიამიში ასპარეზობს, მას საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა აქვს.
როომმა 2017 წელს არნემის ვიტესთან ერთად, რომლის კაპიტანიც გურამ კაშია იყო, ნიდერლანდების თასი მოიგო.
2018 წელს ის პსვ-სთან ერთად ერედივიზიონის ჩემპიონი გახდა, ხოლო კოლუმბუს ქრიუსთან ერთად MLS-ის თასი 2020 და 2023 წლებში მოიპოვა.
