სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღევანდელ სტატიაში ვილაპარაკებთ ფეხბურთის ყველა დროის ბომბარდირზე.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ იგულისხმება მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლები.
პირველ ადგილს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ლეგენდარული პორტუგალიელი სუპერვარსკლავი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს 859 გატანილი გოლით.
39 წლის რონალდუ, რომლის ყველა მორიგი გოლი ახალი რეკორდია, პორტუგალიის ნაკრების და მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და მისი გოლების ლომის წვლილიც სწორედ ამ გუნდებშია გატანილი.
განსაკუთრებით საოცარი სტატისტიკა აქვს რონალდუს მადრიდულ გრანდში, სადაცგოლი ჩატარებულ თამაშზე მეტი - აქვს (438 მატჩში მან 450 გოლის გატანა შეძლო).
პორტუგალიის ნაკრების მაისური რონალდუმ 212-ჯერ მოირგო და 130 გოლის გატანა შეძლო.
ნაკრებისა და რეალის გარდა, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც არის - მის ანგარიშზე 183 მატჩში გატანილი 140 გოლია და ის უახლოეს მდევარ ლეო მესის 11 გოლით უსწრებს. ორივე ამ ფეხბურთელმა ევროპული ფეხბურთი უკვე დატოვა და უდიდესი ალბათობით, ეს ციფრები აღარ შეიცვლება.
რეალის შემდეგ, ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანუს მანჩესტერის მაისურით აქვს გატანილი (145), თუმცა საამისოდ მას 346 თამაშის ჩატარება დასჭირდა. ასევე 100-იან ნიშნულს გადააბიჯა მან იუვენტუსშიც, რომლის მაისურითაც 134 თამაშში 101 გოლი შეაგდო.
თავის მოქმედ კლუბში, საუდის არაბეთის ალ ნასრში რონალდუს 2024 წლის 25 ივლისის მონაცემებით 64 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 58 გოლი გაიტანა.
ახლა კი, გთავაზობთ ფეხბურთის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს:
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, მანჩესტერ უნაიტედი, რეალი, იუვენტუსი, ლისაბონი, ალ ნასრი) - 859 გოლი
2. ლეო მესი (არგენტინა, ბარსელონა, პსჟ, ინტერ მაიამი) - 821 გოლი
3. იოზეფ ბიცანი (ჩეხეთი, სლავია პრაღა) - 805 გოლი
4. პელე (ბრაზილია, სანტოსი, ნიუ იორკ კოსმოსი) - 762 გოლი
5. რომარიო (ბრაზილია, ვასკო და გამა, ბარსელონა) - 755 გოლი
6. ფერენც პუშკაში (უნგრეთი, ბუდაპეშტ ჰონვედი, რეალი) - 724 გოლი
7. ჯიმი ჯოუნსი (ჩრდილოეთ ირლანდია, გლენავონი, ფულემი) - 648 გოლი
8. გერდ მიულერი (გერმანია, ბაიერნი) - 634 გოლი
9. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონთი, დორტმუნდი, ბაიერნი, ბარსელონა) - 639 გოლი
10. ეუსებიო (პორტუგალია, ბენფიკა) - 619 გოლი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები