მოჰამედ სალაჰმა გაამხილა, რომ სტივენ ჯერარდის რჩევა გადამწყვეტი აღმოჩნდა მისთვის, რათა ლივერპულიდან წასვლის გადაწყვეტილება მიეღო.
ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც ენფილდზე ცხრა წელი გაატარა, კლუბს ზაფხულში, კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წლით ადრე დატოვებს.
საკუთარი პირობებით წასვლა
ზაფხულში 34 წლის სალაჰი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ფეხბურთისთვის ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 12 გოლი გაიტანა, გასული სეზონი მისთვის საოცარი იყო. სალაჰი ამჟამად კუნთის ტრავმას მკურნალობს, თუმცა იმედოვნებს, რომ 24 მაისს, ბრენტფორდის წინააღმდეგ თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
მისი წასვლის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც არნე სლოტმა ის შემადგენლობიდან ამოსვა და სალაჰმა კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა. თუმცა, იანვარში სტივენ ჯერარდის ვიზიტმა და მათმა საუბარმა ყველაფერი შეცვალა:
ხალხმა არ იცოდა, რომ ჩემს სახლში მოხვედი, კარგი საუბარი გვქონდა. შენი აზრი გამოთქვი და ამას ძალიან ვაფასებ. მოხარული ვარ, რომ ახლა დიდი კარიდან მივდივარ. ეს არის ის, რაც მითხარი – უბრალოდ წადი საკუთარი პირობებით, მე ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. ყველაფერი, რაც ამ სეზონში ხდება, მაფიქრებინებს, რომ წასვლის დროა
ფიზიკური კონდიციები და მომავალი
სალაჰი ადასტურებს, რომ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს და კარიერის დასრულებას არ აპირებს:
ფიზიკურად ვგრძნობ, რომ ბევრი რამ მაქვს გასაცემი. ამ სეზონში ბევრი მატჩი ვითამაშე, მათ შორის აფრიკის ერთა თასი. ჯერ არ გადამიწყვეტია, რას გავაკეთებ, ბევრი კარგი ვარიანტი მაქვს. წლების განმავლობაში ნაშრომი შედეგს იძლევა, თავს კარგად ვგრძნობ და ვნახავთ, რა იქნება ჩემთვის საუკეთესო