მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ აღიარა, რომ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით თამაშს ისურვებდა.
„კლოპი ლივერპულის ერთადერთი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობითაც ვითამაშებდი. რა თქმა უნდა, არა თავად ლივერპულში.
ადრეც ვთქვი, რომ არნე სლოტს არ აქვს ის აურა, რომელიც კლოპს ჰქონდა. ის, რაც კლოპს შემოჰქონდა - თუნდაც უბრალოდ რესტორანში ლუდის ბოთლით გასეირნება - სწორედ ეს არის ის, რაც ლივერპულში ხალხს უყვარს“, — განაცხადა რუნიმ.
კლოპი ლივერპულს 2015-დან 2024 წლამდე წვრთნიდა. მერსისაიდელებთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.