France Football-მა 2025 წლის კოპას ჯილდოს ნომინანტები დაასახელა.
კოპას ჯილდო ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა.
აიუბ ბუადი (ლილი) - 17 წლის
პაუ კუბარსი (ბარსელონა) - 17 წლის
დეზირე დუე (პსჟ) - 20 წლის
ესტევაო (პალმეირასი, ჩელსი) - 18 წლის
დინ ჰაუსენი (ბორნმუთი, რეალი) - 20 წლის
მაილს ლუის-სკელი (არსენალი) - 18 წლის
როდრიგო მორა (პორტუ) - 18 წლის
ჟოაო ნევეში (პსჟ) - 20 წლის
ლამინ იამალი (ბარსელონა) - 18 წლის
ქენან ილდიზი (იუვენტუსი) - 20 წლის
კოპას ჯილდოს გამარჯვებული ოქროს ბურთის მფლობელთან ერთად 22 სექტემბერს გაირკვევა. გასულ წელს აღნიშნული ჯილდო ლამინ იამალს გადაეცა.
იაშინის ჯილდოსთვის 10 მეკარე იბრძოლებს - ნომინანტები ცნობილია