ესპანური El Comercio და La Voz de Asturias ლაშა ოდიშარიას შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ხიხონის სპორტინგი 22 წლის ქართველის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც ამჯერად ლატვიური RFS-ის რიგებში თამაშობს.
ცაცია ფეხბურთელი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა მარცხნივაც შეუძლია ადაპტაცია, ერთ-ერთი სახელია, რომელსაც ხიხონის ხელმძღვანელობა განიხილავს.
ოდიშარიამ დინამო თბილისი 2024 წელს დატოვა და ლატვიურ კლუბს 350 ათასი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან საქართველოს U21 ნაკრებში 20 მატჩი ჩაატარა და ცოტა ხნის წინ ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდა ვინგერი თავის კლუბში მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლება, თუმცა ბოლო მატჩებში მისი განაცხადს მიღმა დატოვება შესაძლოა მისი ტრანსფერისკენ მიუთითებდეს.
ხიხონის სპორტინგი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს.