ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატლეტიკომ ჯაკომო რასპადორისთან პირად დეტალემბზე შეთანხმებას მიაღწია.
მადრიდელებმა უკვე ნაპოლისაც გაუგზავნეს ოფიციალური შეთავაზება, ახლა კი ჯერი კლუბებზეა. ნაპოლიზეა დამოკიდებული გახდება თუ არა რასპადორი ატლეტიკოს ახალი მოთამაშე.
იტალიური Sky Sport-ის ინფორმაციით, ატლეტიკო მზად არის იტალიელ შემტევში 25 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები გადაიხადოს.
რასპადორი ნაპოლიში 2022 წელს სასუოლოდან გადავიდა და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა. ჯაკომოს იტალიის ნაკრებში 2021 წლიდან 40 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.
ნაპოლიმ ჟირონას მარცხენა მცველის ტრანსფერი შეათანხმა