ბორნმუთის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
უკრაინელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ბორნმუთი კი მის სანაცვლოდ 67 მილიონ ევროს მიიღებს.
უახლოეს პერიოდში ზაბარნი პარიზში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 13 აგვისტოს, ტოტენჰემთან სუპერთასის მატჩში ლუის ენრიკეს განკარგულებაში იქნება.
გასულ სეზონში ზაბარნიმ დინ ჰაუსენთან ერთად კარგი ცენტრალური დაცვის წყვილი ჩამოაყალიბა, რაც ევროპული გრანდებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა - ჰაუსენი რეალში გადავიდა, ზაბარნი კი - პსჟ-ში.