ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლიმ ჟირონასთან მიგელ გუტიერესის ტრანსფერი შეათანხმა.
იტალიური კლუბი ესპანელი მარცხენა მცველის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს (პლუს 2 მილიონი ბონუსები) გადაიხდის. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ესპანელი ნაპოლისთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
გუტიერესის გადაბირებით მარსელი, ვესტ ჰემი და ნიუკასლიც ინტერესდებოდნენ, თუმცა მიგელს მხოლოდ იტალიის ჩემპიონ გუნდში გადასვლა სურდა.
მიგელ გუტიერესი მადრიდის რეალის აღზრდილია, ჟირონაში კი 2022 წლიდან თამაშობდა.
ატლეტიკო რასპადორის შეუთანხმდა და ნაპოლის შეთავაზებაც გაუგზავნა