ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალეხანდრო გარნაჩომ ჩელსისთან ყველა პირადი დეტალი შეათანხმა.
მოთამაშესა და ლონდონურ კლუბს შორის შეთანხმება შედგა და არგენტინელს მხოლოდ ჩელსიში გადასვლა სურს.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები სატრანსფერო თანხაზე მალე გაიმართება.
ჩელსის გარნაჩოსთან ერთად ჩავი სიმონსის დამატებაც სურს და ორივე ტრანსფერზე მუშაობს.
BBC Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს მოითხოვს.