კალათბურთის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში 14 მოთამაშით იმყოფება, თუმცა განაცხადში ზუსტად ის 12 კალათბურთელი იქნება, რომლებმაც 3 დღის წინ მონტენეგროსთან მოგებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ბექა ბურჯანაძე ტრავმირებულია და თბილისში დარჩა, ხოლო პორტუგალიაში მყოფი ვილი ისიანი და გიორგი კობახიძე, წინა მატჩის მსგავსად, 12-კაციანი განაცხადის მიღმა დარჩნენ.
ალექსანდრე მერკვილაძე
მარკის რიდი
რატი ანდრონიკაშვილი
სანდრო მამუკელაშვილი
კახა ჭინჭარაძე
დუდა სანაძე
გიორგი ტურძილაძე
გიორგი კორსანტია
ალექსანდრე ფევაძე
თორნიკე შენგელია
გოგა ბითაძე
გიორგი ოჩხიკიძე
მატჩი 31 აგვისტოს, საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ორი დიდი სენსაცია - რა სიტუაციაა საქართველოს ჯგუფში?