• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას - სეზონის პროგნოზები
ფეხბურთიფეხბურთი

ვინ მოიგებს პრემიერ ლიგას - სეზონის პროგნოზები

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

21 აგვისტოს მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი, ინგლისის პრემიერ ლიგა აიღებს სტარტს - არსენალი 22-წლიანი ლოდინის შემდეგ ტიტულის დაცვას შეეცდება, მანჩესტერ სიტი, ჩელსი და ლივერპული ახალი ერის კარგად დაწყებას შეეცდებიან - მანჩესტერ იუნაიტედს კერიკის იმედი აქვს, ტოტენჰემს კი ახალი ძვირადღირებული შენაძენების. პრემიერ ლიგა სწორედ იმიტომაა გამორჩეული, რომ დიდი ექვსეულის გარდა არაერთი სახელოვანი გუნდი ასპარეზობს და პროგნოზების გაკეთება ყოველთვის რთულია.


ვინ მოიგებს ჩემპიონატს? ვინ მოიპოვებს ევროპული ფეხბურთის თამაშის უფლაბს? და ვინ გავარდება? - კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც სეზონის ყველა ეტაპზე აქტუალურია, ოპტას სუპერკომპიუტერი შეეცდება. 


ვინ გახდება ჩემპიონი?


Opta-ს სუპერკომპიუტერს 2025-26 წლების სეზონის დაწყებამდე არსენალის ჩემპიონობა ზუსტად არ უწინასწარმეტყველებია, თუმცა რეალობასთან საკმაოდ ახლოს იყო - მეთოფეები ფავორიტთა შორის მეორე ადგილზე იყვნენ დასახელებული. მათ ჩემპიონობის 24.3%-იანი ალბათობა ჰქონდათ, რაც მხოლოდ ოდნავ ჩამოუვარდებოდა ლივერპულის 28.5%-ს, თუმცა წითლებმა ტიტულის დაცვისას, უკვე ყოფილი მწვრთნელის, არნე სლოტის ხელმძღვანელობით, იმედები გააცრუეს.


ამჯერად კი მეთოფეები მთავარ ფავორიტებად ითვლებიან - ოპტას სიმულაციების 38.0%-ში არტეტას გუნდი ტიტულის შენარჩუნებას ახერხებს. 




პრემიერლიგის ტიტულის დაცვა ურთულესი ამოცანაა - ეს ისტორიაში მხოლოდ სამ კლუბსა  და სამ მწვრთნელს გაუკეთებია. მანჩესტერ იუნაიტედს ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით (ოთხი ასეთი სერია, მათ შორის ორჯერ ზედიზედ სამი ტიტული), ჩელსის ჟოზე მოურინიოს თავკაცობით და მანჩესტერ სიტის პეპ გვარდიოლას თავკაცობით (ორი სერია, მათ შორის ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა 2020-21-დან 2023-24 წლების სეზონების ჩათვლით).


არსენალის ურყევი დაცვითი თამაში და სტანდარტულ სიტუაციებზე დამყარებული გოლები, შესაძლოა, ნაწილობრივ იყო კიდეც მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გახდნენ ისინი მეტოქე გუნდების ქომაგებისთვის ყველაზე პოპულარული ჩემპიონები.
თუმცა ეს ქულების თამაშია და არა პოპულარობის კონკურსი, ხოლო მათი 2025-26 წლების სეზონის დაცვა, სიღრმისეული მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო პრემიერლიგის ისტორიაში.


მათ მიერ გაშვებული 27 გოლი საგრძნობლად ჩამოუვარდება ჩელსის მართლაც წარმოუდგენელ რეკორდს (15 გაშვებული გოლი 2004-05 წლების სეზონში), თუმცა არსენალის საშუალო მაჩვენებელი - 0.74 მოსალოდნელი გაშვებული გოლი (xGA) მატჩში  მეოთხე ყველაზე დაბალი შედეგია აღრიცხვის დაწყებიდან (2012-13 წლების სეზონიდან) მანჩესტერ სიტის საჩემპიონო გუნდების (2017-18, 2021-22 და 2018-19) შემდეგ.


თუმცა, ვილიამ სალიბას მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ზურგის ტრავმა მეთოფეთა გულშემატკივრებში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, რადგან 2022 წელს ფრანგის დებიუტიდან მოყოლებული, მისი არყოფნისას არსენალის მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი პრემიერლიგაში 68.7%-დან 47.6%-მდე ეცემა.


ბრუნო გიმარაეშის მოყვანა დეკლან რაისისა და მარტინ ზუბიმენდის შესავსებად, მიანიშნებს, რომ არტეტას გუნდი კვლავ საბრძოლო ხასიათის იქნება - ნიუკასლის ყოფილი ნახევარმცველი გასულ სეზონში პრემიერლიგის ლიდერი იყო მოგებული ორთაბრძოლებითა (6.1) და ართმევებით (1.6) ყოველ 90 წუთში.


გვარდიოლა წავიდა, მაგრამ სუპერკომპიუტერი გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონებს არსენალის უახლოეს კონკურენტებად მიიჩნევს - სიტის ჩემპიონობის 20.5%-იანი შანსი აქვს მინიჭებული. რთული იყო იმის შეფასება, თუ როგორი გამოვიდა მარესკას პერიოდი ჩელსის სათავეში. სულ რაღაც 18 თვეში მან არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და კონფერენს ლიგა - ეს ყველაფერი კი გადატვირთული შემადგენლობით მუშაობისას შეძლო.


თუმცა, მისი საშუალო მაჩვენებელი - 1.74 ქულა მატჩში ყველაზე ცუდი შედეგი იყო ამ საუკუნეში ნებისმიერ მწვრთნელს შორის, ვისაც ჩელსიში პრემიერლიგის მინიმუმ 30 მატჩი ჩაუტარებია. კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოებამ საბოლოოდ მისი წასვლა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, იტალიელს ხვდა შემადგენლობა, რომელიც იდეალურად არის მორგებული მის ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ სტილს. გუნდის სათავეშია ოქროს ბუცის სამგზის მფლობელი ერლინგ ჰოლანდი, რომელსაც ახლა შეუძლია გაუტოლდეს ბომბარდირის ოთხი ტიტულის რეკორდს (რომელსაც ერთობლივად ფლობენ ტიერი ანრი და მოჰამედ სალაჰი).


სიტის მიერ ელიოტ ენდერსონის 116 მილიონ ფუნტად ყიდვამ გუნდს ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურა უნდა შესძინოს მომავალი წლების განმავლობაში, თუმცა როდრის სახელს კვლავ ბარსელონას უკავშირებენ, ხოლო ბერნარდუ სილვა უკვე გადავიდა რეალში.


არცერთ სხვა გუნდს არ აქვს მინიჭებული ჩემპიონობის 10%-ზე მეტი შანსი. მესამე ადგილზე ლივერპულია 9.2%-ით. წითლებს ალექსანდერ ისაკისა და ფლორიან ვირთსის უკეთესი ვერსიები სჭირდებათ. ჟერემი ჟაკესა და რონალდ არაუხოს მოსვლა ირაოლას აძლევს ორ რეალურ ვარიანტს დაცვაში ვირჯილ ვან დეიკის მეწყვილედ, თუმცა ლივერპულს ამ სატრანსფერო ფანჯარაში ჯერ არ უპოვია მოჰამედ სალაჰის შემცვლელი - პრემიერლიგაში კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირისა (191) და ასისტენტის (93), რომელმაც 9 წლის შემდეგ სეზონის ბოლოს დატოვა გუნდი.


მანჩესტერ იუნაიტედი სუპერკომპიუტერის ოთხი ფავორიტიდან ბოლოა 6.2%-ით. წითელ ეშმაკებს უკვე 13 წელია პრემიერლიგის ტიტული არ მოუგიათ და ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ იყვნენ ვიცე-ჩემპიონები, თუმცა გასული სეზონის მეორე ნახევარში კერიკის შეგირდები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ - 12 იანვარს იუნაიტედის სამწვრთნელო სკამზე კარიკის დაბრუნების შემდეგ, მათ ბოლო 17 მატჩიდან 39 ქულა მოაგროვეს (12 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება) - ყველაზე მეტი ჩემპიონატის ნებისმიერ გუნდს შორის, 3 ქულით მეტი, ვიდრე არსენალმა.


ნახევარმცველების, ტილემანსისა და ანდრეი სანტოსის დამატების შემდეგ ჯერ კიდევ არის სამუშაო, მაგრამ იუნაიტედის გულშემატკივრებს 2026-27 წლების სეზონში აღფრთოვანების ბევრად მეტი საბაბი აქვთ, ვიდრე 2025-26 წლებში, როდესაც სუპერკომპიუტერმა მათ ტიტულის მხოლოდ 0.6%-იანი შანსი მიანიჭა. აქედან მოყოლებული მოვლენები კიდევ უფრო საინტერესო ხდება, რადგან 13 გუნდს აქვს მინიჭებული ჩემპიონობის მინიმუმ 1%-იანი შანსი, რაც აჩვენებს, თუ რამდენად რთულია 2026-27 წლების ცხრილის წინასწარმეტყველება მხოლოდ მონაცემებზე დაყრდნობით.


ვილა მეხუთე ფავორიტია 4.8%-ით, მას მჭიდროდ მიჰყვება ჩელსი 4.1%-ით, ხოლო ტოტენჰემის შანსები 2.9%-ად ფასდება - უნაი ემერის ვილამ გასულ სეზონში ევროპაში მოიპოვა ტიტული, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დროს საკვანძო მოთამაშეების წასვლის გამო, შესაძლოა ჩელს და სპურსი ყველაზე საინტერესო აუტსაიდერები იყვნენ - ორივე გუნდს მაღალი დონის მწვრთნელი უდგას სათავეში და ევროთასებზე ასპარეზობაც არ უწევთ.



ვინ გავა ჩემპიონთა ლიგაზე

2025-26 წლების სეზონში, ზედიზედ მეორედ, ევროთასებზე ინგლისური კლუბების გამოსვლამ პრემიერლიგას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე საგზური მოუპოვა.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა კვლავ საკმარისი იქნება, სეზონისწინ ჩატარებულ სუპერკომპიუტერის 10,000 სიმულაციაში ხუთეულში უმეტეს შემთხვევაში მოხვედრა მხოლოდ არსენალმა (83%) და სიტიმ (69.4%) შეძლეს, რაც აჩვენებს, თუ რამდენად მაღალია კონკურენცია სატურნირო ცხრილის სათავეში. ლივერპული (48.6%), მანჩესტერ იუნაიტედი (40.0%), ვილა (33.8%), ჩელსი (30.3%), ნიუკასლი (26.2%), სპურსი(24.1%) და ბრაიტონი (21.5%) ის სხვა გუნდები არიან, რომლებმაც სიმულაციების 20%-ზე მეტში მიაღწიეს ხუთეულში მოხვედრას.


ვილამ ბოლო სამი სეზონიდან ორში მეოთხე ადგილი დაიკავა და, როჯერსისა და ტილემანსის წასვლის მიუხედავადაც, მსგავსი ამბიციები ექნება მას შემდეგ, რაც იოჰან მანზამბისა და ჟოაო გომეშის საინტერესო ტრანსფერები განახორციელა.


სუპერკომპიუტერის პროგნოზებში ნიუკასლის პოზიციამ შესაძლოა ზოგიერთი გააკვირვოს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ დაკარგეს თავიანთი უახლესი ისტორიის ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელი, ისევე როგორც სამი საკვანძო მოთამაშე (ენტონი გორდონი, სანდრო ტონალი და გიმარაეში).


თუმცა იაისლე დიდი რეპუტაციით მოდის, ხოლო ბოლო ოთხ სეზონში ნიუკასლი ხუთეულში მოხვდა იმ ორ შემთხვევაში, როდესაც ევროთასებზე არ უწევდა თამაში, და ორჯერ დარჩა მიღმა, როდესაც ამ დატვირთვების შეთავსება მოუწია.


კაჭკაჭების მსგავსად, ჩელსი და სპურსიც თავისუფალნი იქნებიან, რათა კვირიდან კვირამდე მოემზადონ კონტინენტურ ტურნირებზე დარდისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე. 2022-23 წლების სეზონის დასაწყისიდან, ბაიერ ლევერკუზენსა და რეალში მუშაობისას, ალონსო ბუნდესლიგასა და ლა ლიგაში საშუალოდ 2.2 ქულას აგროვებდა მატჩში.


ესპანელს ამ ზაფხულს უკვე თითქმის 350 მილიონი ფუნტის ოდენობის სერიოზული მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ხოლო მისი 3-4-2-1 სისტემაში ჟოაო პედროს უკან როჯერსისა და კოულ პალმერის თამაშის პერსპექტივა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. სპურსიც ბოლომდე დაიხარჯა სატრანსფერო ბაზარზე - 185 მილიონი ფუნტი დახარჯა ტონალისა და მათეუს ფერნანდეშის ახალ ნახევარდაცვის წყვილში.
2025-26 წლების სეზონის გავარდნის შიშებისგან გათავისუფლებული სპურსის ყურება, სავარაუდოდ, ძალიან სანახაობრივი იქნება. ბრაიტონში დე ძერბის მუშაობის პერიოდში, თოლიებმა პრემიერლიგის 70 მატჩში 116 გოლი გაიტანეს და 110 გაუშვეს, რაც საშუალოდ 3.23 გოლია მატჩში.


ბრაიტონმა, ბორნმუთმა (18.9%) და ბრენტფორდმა (14.6%) გასულ წელს მოლოდინს გადააჭარბეს და 2026-27 წლებში კვლავ ექნებათ ევროთასების ამბიციები, ხოლო ნოტინგემ ფორესტი (13.7%) შესაძლოა ფავორიტთა მიღმა დარჩენილი სიურპრიზი აღმოჩნდეს კრისტალ პალასის ყოფილი მწვრთნელის, ოლივერ გლასნერის ხელმძღვანელობით - მისი ყოფილი გუნდი, პიერ საჟის თავკაცობით ხუთეულში მოხვედრის 12%-იან ალბათობას ფლობს.



ვინ გავარდება?



პრემიერლიგის გავარდნის ზონაში ბრძოლის წინასწარმეტყველებაც უაღრესად რთული ამოცანაა. სუპერკომპიუტერის 10,000 სიმულაციაში, არსენალისა (0.2%) და სიტის (0.8%) გარდა, ყველა გუნდი გავარდა სცენარების მინიმუმ 2%-ში.


გასულმა სეზონმა დაარღვია აღზევებული გუნდების გაჭირვების ბოლო დროინდელი ტენდენცია  სანდერლენდმაც და ლიდს იუნაიტედმაც უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება მეორე სეზონითაც შეძლეს. სერგეი იაკიროვიჩის ჰალი სუპერკომპიუტერის გავარდნის მთავარი ფავორიტები არიან - 38.7%-ით. ეს არანაირად არ არის უზარმაზარი ციფრი, თუმცა ოდნავ მაღალია აღზევებულ კოლეგებზე - იფსვიჩსა (31.2%) და ქოვენტრისთან (27.9%) შედარებით. სწრაფი სტარტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ახალბედებისთვის. პრემიერლიგის 34 სეზონში, იმ 16 აღზევებული გუნდიდან, რომლებმაც საწყის ხუთ მატჩში მინიმუმ რვა ქულა მოაგროვეს, არცერთი არ გავარდნილა პირველივე წელს უკან.


თუმცა, Opta Power Rankings-ის მიხედვით, ქოვენტრის საწყის ხუთ ტურში ჩემპიონატში ყველაზე რთული სტარტი ელის, ხოლო ჰალის განრიგი მეხუთეა სირთულით. იფსვიჩი ამ ჯგუფის შუაშია და მათი სადებიუტო მატჩი სანდერლენდის წინააღმდეგ მათი შესაძლებლობების კარგი ტესტი იქნება.


გასულ სეზონში მეშვიდე ადგილის დაკავების მიუხედავად, შავი კატები 2026-27 წლებში მეორე სეზონის სინდრომით დაზარალების კანდიდატები არიან - სუპერკომპიუტერი მათ გავარდნის 25.9%-იან ალბათობას ანიჭებს.


გასულ სეზონში მხოლოდ ბერნლიმ (30.9) და ვულვზმა (31.6) დააგროვეს ღია თამაშიდან მოსალოდნელი გოლების (xG) უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე სანდერლენდმა (35.0), ხოლო მეორე მხარეს, მათ კარში პრემიერლიგაში სიდიდით მეამე ყველაზე მეტი დარტყმა (537) და მეოთხე ყველაზე მეტი ზუსტი დარტყმა (166) განხორციელდა. შესაძლოა ფულემსაც მოუწიოს უკან ყურება გავარდნის 23.4%-იანი შანსით. მარკო სილვას ხელმძღვანელობით, 2021-22 წლებში უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების შემდეგ, კოტეჯერებს ოთხი სეზონის განმავლობაში 13-ე ადგილზე დაბლა არასდროს დაუმთავრებიათ, თუმცა მისი ახვარო არბელოათი ჩანაცვლება რისკია.


არბელოამ გამოიყენა თავისი კავშირები რეალში, რათა განეხორციელებინა სესარ პალასიოსისა და გონსალო გარსიას ტრანსფერები, რომელთაგან ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი შენაძენია. თუმცა, ლა ლიგაში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული სულ რაღაც ცხრა მატჩით, გარსია ჯერ კიდევ გამოუცდელია და შესაძლოა დასაწყისშივე დასჭირდეს თავდაჯერებულობის ამაღლება.


მათ მიჰყვებიან ლიდსი (23.4%), პალასი (20%), ფორესტი (18.1%), ბრენტფორდი (16.3%), ევერტონი (13.6%) და ბორნმუთი (13.1%). მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში გავარდნისთვის ბრძოლა ბოლო ტურში ტოტენჰემსა და ვესტ ჰემს შორის მძაფრ დაპირისპირებამდე მივიდა, თავს სრულიად უსაფრთხოდ ვერავინ ჩათვლის.


როგორც 2023-24, ისე 2024-25 წლების სეზონებში, სამივე აღზევებული კლუბი პირდაპირ უკან გავარდა, და თუ სუპერკომპიუტერის პროგნოზები ზუსტია, შესაძლოა 2026-27 წლებშიც იგივე განმეორდეს.


ჰალ სიტის აღზევება უზარმაზარი სიურპრიზი იყო, მით უმეტეს, თუ თვალს გადაავლებთ მათ სიღრმისეულ მონაცემებს - მათ მიერ დაგროვილი 53.1 მოსალოდნელი ქულა მხოლოდ ბოლოადგილოსან შეფილდ უენსდეის მაჩვენებელზე უკეთესი იყო, თუმცა მათ რაღაცნაირად 73 ქულით პლეი-ოფს მიაღწიეს  და საბოლოოდ მოიგეს კიდეც.



წაიკითხეთ: ვინ მოიგებს ლა ლიგას - სეზონის პროგნოზები

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფოტოები: შთაგონება იუნაიტედის ულამაზესი მესამე ფორმის უკან

•ფეხბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

ფოტოები: შთაგონება იუნაიტედის ულამაზესი მესამე ფორმის უკან
•ფეხბურთი

ჯანსაღი ცხოვრება

ახალი ზელანდია ოკეანთს ემიჯნება - სკანდალური პოზიცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ახალი ზელანდია ოკეანთს ემიჯნება - სკანდალური პოზიცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეაუს მორიგი სკანდალი - მოთამაშე სოციალურ ქსელში ჭორებს უარყოფს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეაუს მორიგი სკანდალი - მოთამაშე სოციალურ ქსელში ჭორებს უარყოფს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ვრცელი ინტერვიუ - როგორ აფასებს ფრანგი ახალ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ვრცელი ინტერვიუ - როგორ აფასებს ფრანგი ახალ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

35 წთ წინ

ფოტოები: შთაგონება იუნაიტედის ულამაზესი მესამე ფორმის უკან

News image

27 წთ წინ

ახალი ზელანდია ოკეანთს ემიჯნება - სკანდალური პოზიცია

News image

22 წთ წინ

ლეაუს მორიგი სკანდალი - მოთამაშე სოციალურ ქსელში ჭორებს უარყოფს

News image

8 წთ წინ

მბაპეს ვრცელი ინტერვიუ - როგორ აფასებს ფრანგი ახალ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება