ვინისიუს ჟუნიორი ბრაზილიის ნაკრების ლეგენდებით სავსე სიას შეუერთდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს წინააღმდეგ სელესაოს პირველი გოლი გაიტანა.
ვინისიუსის გოლმა ბრაზილიას მაროკოსთან ქულა მოუტანა
სიაში ისეთი სახელები ფიგურირებენ, როგორიცაა ზაგალო, პელე, რომარიო და რონალდო.
ვინისიუს ჟუნიორს მიმდინარე ციკლში ეროვნული ნაკრების მაისურით უკვე 14 საგოლე მოქმედება აქვს, რითაც ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. მან ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 50 მატჩში მე-10 გოლი გაიტანა.
ბრაზილიის ნაკრების პირველი გოლები მსოფლიო ჩემპიონატების მიხედვით:
1930 (ურუგვაი): პრეგინიო
1934 (იტალია): ლეონიდას და სილვა
1938 (საფრანგეთი): ლეონიდას და სილვა
1950 (ბრაზილია): ადემირ დე მენეზეში
1954 (შვეიცარია): ბალთაზარი
1958 (შვედეთი): მაცოლა
1962 (ჩილე): ზაგალო
1966 (ინგლისი): პელე
1970 (მექსიკო): რიველინო
1974 (გერმანია): ჟაირზინიო
1978 (არგენტინა): რეინალდო
1982 (ესპანეთი): სოკრატესი
1986 (მექსიკო): სოკრატესი
1990 (იტალია): კარეკა
1994 (აშშ): რომარიო
1998 (საფრანგეთი): სეზარ სამპაიო
2002 (კორეა/იაპონია): რონალდო
2006 (გერმანია): კაკა
2010 (სამხრეთ აფრიკა): მაიკონი
2014 (ბრაზილია): ნეიმარი
2018 (რუსეთი): ფილიპე კოუტინიო
2022 (კატარი): რიშარლისონი
2026 (აშშ/მექსიკა/კანადა): ვინისიუს ჟუნიორი