• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ვინისიუსის გოლმა ბრაზილიას მაროკოსთან ქულა მოუტანა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ვინისიუსის გოლმა ბრაზილიას მაროკოსთან ქულა მოუტანა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულმა ბრაზილიამ C ჯგუფის პირველ მატჩში მაროკოსთან ჩამორჩენის შემდეგ ქულის გადარჩენა შეძლო და 1:1 ითამაშა.


ამით ბრაზილიამ მუნდიალის გახსნით შეხვედრებში წაუგებელი სერია 21 მატჩამდე გაზარდა (17 მოგება, 4 ფრე).


2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა მაროკომ მატჩი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო და ხუთგზის ჩემპიონ ბრაზილიასთან აშკარად არ ჩანდა აუტსაიდერის როლში.


სელესაო შეხვედრის საწყის წუთებში არეულად გამოიყურებოდა, თუმცა „ატლასის ლომებმა“ შექმნილი არაერთი მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს.


ბრაზილიის დაცვას რამდენჯერმე გადამწყვეტი დაფარების შესრულება მოუწია, მათ შორის ერთ-ერთ ეპიზოდში გაბრიელ მაგალაესი გადაეფარა ნილ ელ აინაუის დარტყმას.


მატჩის მეოთხედის შემდეგ ბრაზილიამ ნელ-ნელა თამაშის კონტროლი მოიპოვა, რადგან მაროკო საკუთარ ნახევარზე ჩადგა და კარლო ანჩელოტის გუნდის ზეწოლას ელოდა.


თუმცა სწორედ ასეთმა მოთმინებამ მოუტანა შედეგი „ატლასის ლომებს“ 21-ე წუთზე. დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლის შემდეგ ბრაჰიმ დიასმა ისმაილ საიბარი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და პსვ-ს თავდამსხმელმა ალისონს დახვეწილად გადაუგდო თავზე ბურთი, რითაც მაროკო დააწინაურა.


მაროკოს უპირატესობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 30-ე წუთის შემდეგ ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით ბრაზილიამ ანგარიში გაათანაბრა, როდესაც ვინისიუს ჟუნიორმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ძლიერი დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა.


პირველი ტაიმის მიწურულს ლუკას პაკეტას აკრობატული დარტყმით ბრაზილიას დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ იასინ ბონომ გუნდი გადაარჩინა და სანახაობრივი პირველი ნახევარი ასე დასრულდა.


შესვენების შემდეგ ანჩელოტიმ ორმაგი ცვლილება განახორციელა - ყვითელი ბარათების მქონე კაზემიროსა და როჯერ იბანიესის ნაცვლად დანილო და ფაბინიო შემოიყვანა.


ამ ცვლილებებმა ბრაზილიის თამაში უფრო დააბალანსა და გუნდი ბურთის ფლობაში მეტად თავდაჯერებული გახდა.


ორივე გუნდმა მეორე ტაიმში ვეღარ გაიმეორა პირველი ნახევრის მაღალი ტემპი. ხშირი შეჩერებების გამო თამაში ფრაგმენტული გახდა.


რაფინიამ საჯარიმოში ვინისიუს ჟუნიორის კარგი თამაშის შემდეგ კარში დაარტყა, თუმცა ბონომ კვლავ საიმედოდ ითამაშა.


საბოლოოდ შეხვედრა თანდათან ჩაწყნარდა და სახიფათო მომენტები იშვიათი გახდა, ორივე გუნდი კი თითქოს ქულით დაკმაყოფილდა.


გამარჯვების მოპოვებასთან უფრო ახლოს მაროკო იყო, თუმცა ალისონმა ნილ ელ აინაუის შორეული დარტყმა მოიგერია.


მარტში დანიშნული მოჰამედ უაჰბი, რომელიც „ატლასის ლომებს“ პირველად ხელმძღვანელობდა ოფიციალურ მატჩში, აუცილებლად კმაყოფილი დარჩებოდა თავისი გუნდის თამაშით ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ და დარწმუნებული იქნება, რომ შოტლანდიასთან მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეძლებს.


კარლო ანჩელოტი კი, თავის მხრივ, იმედგაცრუებული დარჩება, რადგან მისმა გუნდმა შეხვედრის დიდი ნაწილი მეტოქეს დაუთმო და ჰაიტის წინააღმდეგ მატჩამდე ბრაზილიას აშკარა გაუმჯობესება სჭირდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

brazil
morocco
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ალისონი: ,,ლივერპულის მატჩები მუნდიალისთვის მოსამზადებლად გამოვტოვე"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალისონი: ,,ლივერპულის მატჩები მუნდიალისთვის მოსამზადებლად გამოვტოვე"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეიცვალა აზრი? ანჩელოტი ნეიმარის გამოძახებას არ აპირებდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ შეიცვალა აზრი? ანჩელოტი ნეიმარის გამოძახებას არ აპირებდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილია - მაროკო [სასტარტო შემადგენლობები]

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილია - მაროკო [სასტარტო შემადგენლობები]
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინი მუნდიალების ისტორიის ნაწილი გახდა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ვინი მუნდიალების ისტორიის ნაწილი გახდა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

13 სთ წინ

ალისონი: ,,ლივერპულის მატჩები მუნდიალისთვის მოსამზადებლად გამოვტოვე"

News image

8 სთ წინ

რატომ შეიცვალა აზრი? ანჩელოტი ნეიმარის გამოძახებას არ აპირებდა

News image

6 სთ წინ

ბრაზილია - მაროკო [სასტარტო შემადგენლობები]

News image

2 სთ წინ

ვინი მუნდიალების ისტორიის ნაწილი გახდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება