-
Aa
+
ფონტის ზომა
ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ვინისიუს ჟუნიორი დისკვალიფიკაციის გამო ლა ლიგაში შემდეგ 2 მატჩს გამოტოვებს.
ბრაზილიელი ამ კვირაში ესპანეთის სუპერ თასზე თამაშს შეძლებს, შემდეგ კი ჩემპიონატში ლას პალმასისა და ვალიადოლიდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ამასთან რეალი 700 ევროთი დაჯარიმდა, თავად ვინი კი - 600 ევროთი.
მადრიდელთა შემტევმა მესტალიაზე ვალენსიას წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში სტოლე დიმიტრიევსკისთან დაპირისიპირების შემდეგ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
რეალი იმ მომენტისთვის აგებდა, თუმცა ანჩელოტის გუნდმა თამაშის მოტრიალება მაინც შეძლო და 1-2 გაიმარჯვა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები