ვინისიუს ჯუნიორმა ოვიედოსთან გუშინდელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.
ფეხბურთელი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, რის შემდეგაც ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი გოლი თავადაც გაიტანა.
როგორც The Athletic-ის ჟურნალისტი მარიო კორტეგანა იტყობინება, ბრაზილიელმა არ იცოდა, რომ ოვიედოსთან მატჩს თადარიგში დაიწყებდა.
გუნდის მთავარ მწვრთნელს ჩაბი ალონსოს მასთან ამის შესახებ თამაშამდე არ ულაპარაკია.
შესაბამისად, სასტარტო 11-ში ვერ მოხვედრა პირადად მისთვისაც სიურპრიზად იქცა. ვინისიუსის ნაცვლად სასტარტოში ადგილი როდრიგომ დაიკავა, რომელიც 63-ე წუთზე სწორედ ვინიმ შეცვალა.