ალექსანდრ ვოლკანოვსკის კომენტარი დიეგო ლოპესთან მეორე გამარჯვების შემდეგ.
„მოსამზადებელი კემპის დროს ბევრი რაღაც ხდებოდა, თუმცა ყველაფერს გავუმკლავდით. როგორც სულ ვამბობდი, წინაღობები — პრივილეგიაა. სწორედ სირთულეები გაძლევს მოტივაციას.
დღეს ახალგაზრდა და ამბიციური ბიჭი მელოდებოდა. ჯანდაბა, მისი დაფინიშებაც მინდოდა, მაგრამ ძალიან ძლიერია. 25 წუთი ჩხუბს არ ვაპირებდი. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს გავუმკლავდით და კარგია.
შემდეგი ვინ არის? ვისაც ჩამინიშნავენ — იმასთან ვიჩხუბებ.
შანსს ვინ იმსახურებს? ალბათ მოვსარი [ევლოევი] ან ლერონი [მერფი]. ვნახოთ, გუნდთან ერთად განვიხილავ ამ საკითხს." — აღნიშნა ავსტრალიელმა.