კვირას გასამართი UFC 325-ის მთავარ ბრძოლაში ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლა შედგება.
მაყურებელი ქამრის მფლობელის, ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის რემატჩს იხილავს.
მებრძოლებმა წონა უკვე ჩააბარეს და ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა. ვოლკანოვსკიმ სასწორზე 144.5 ფუნტი (65.5 კგ) დააფიქსირა, ლოპესმა კი - 145 ფუნტი (65.7 კგ). აწონვების შემდეგ პირისპირ დგომიც შედგა.
ვოლკანოვსკისა და ლოპესის პირველი დაპირისპირება 2025 წლის აპრილში შედგა, სადაც ავსტრალიელმა მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.
UFC 325-ის თანამთავარ ბრძოლაში მსუბუქ წონაში ერთმანეთს დენ ჰუკერი და ბენუა სენ-დენი დაუპირისპირდებიან. ღონისძიების მეინ ქართი 06:00 საათზე დაიწყება.