რობერტ უიტეკერის თქმით, ილია თოფურიას დგომში ბრძოლა „დიდი სხვაობით უსწრებს მთელ UFC-ს“ და ჯასტინ გეიჯი, დიდი ალბათობით, ქართველს ვერ დაამარცხებს.
„ილია დგომში ბრძოლით UFC-ში ყველას დიდი სხვაობით უსწრებს. ჭიდაობაც და ჯიუ-ჯიცუც უმაღლეს დონეზე აქვს. მისი თაიმინგი, ინსტინქტი შეტევის დასაწყებად და კონტრშეტევები ყოველ ნაბიჯზე დაგსჯის
გეიჯის ბანაკში რაღაცები უნდა შეიცვალოს, რომ ბრძოლა კონკურენტული გახდეს. ის გეიჯი, რომელმაც პედი დაამარცხა, ილიას ამ ეტაპზე ვერ მოუგებს.“ - განაცხადა უიტეკერმა.
UFC 324-ის მთავარ ბრძოლაში ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდა.
ცარუკიანი თოფურიას: "შენს სახლს ვიყიდი, თუ ჩემთან ჩხუბს დათანხმდები"