დენ ჰუკერი UFC-ს რჩევას აძლევს, რომ ილია თოფურია და არმან ცარუკიანი ერთმანეთს შეხვდნენ, სანამ ერთ-ერთს მომენტუმი არ დაუკარგავს.
„არ მესმის, რატომ არ ინიშნება ილია vs არმანი. ეს სპორტი მთლიანად დროზე და მომენტუმზეა დამოკიდებული. არმანი ფიზიკურ პიკშია, ილიაც ფიზიკურ პიკშია.
თუ ძალიან დიდხანს დაელოდები, ერთ დღეს ილიას ის მომენტუმი აღარ ექნება. შეიძლება ერთი დარტყმით ყველაფერი შეიცვალოს.
ახლა არმანი მომწონს. მისი გულშემატკივარი გავხდი. ყველაზე სევდიანი ის არის, რომ მისი კარიერის საუკეთესო წლები იკარგება. ის ილიასთან უნდა იბრძოდეს.“ - განაცხადა ჰუკერმა.
35 წლის ახალზელანდიელი თავის ბოლო ბრძოლაში სწორედ არმან ცარუკიანთან დამარცხდა საბმიშენით. ჰუკერი UFC 325-ის თანამთავარ ბრძოლაში, რომელიც 1 თებერვალს გაიმართება, ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდება.