UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში დროებითი ქამრისთვის ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გამართულ ბრძოლას გამოეხმაურა.
"პატარა სოსისო, ერთადერთი, რაც უნდა გაგეკეთებინა, იყო 38 წლის კაცის დამარცხება. შენ ახლახან შენი ცხოვრების ყველაზე დიდი ჰონორარი დაკარგე. გამარჯვების შემთხვევაში გამდიდრდებოდი.
ჯასტინ, რაც შემიძლია გითხრა მხოლოდ მილოცვაა… და მინდოდა მეთქვა, მოემზადე-მეთქი, მაგრამ რაც არ უნდა ქნა, მაინც განწირული ხარ." - წერს თოფურია X-ზე.
UFC 324 - ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონია