UFC-ის ბონუსების ახალი სისტემის ფარგლებში, მებრძოლებს შესაძლებლობა ექნებათ 100,000 დოლარის ოდენობის ბონუსი მიიღონ.
აღნიშნული სისტემა UFC 324-დან ამოქმედდება, რომელიც Paramount+-თან კონტრაქტის ფარგლებში პირველი ღონისძიებაა.
UFC-ის ბონუსების განახლების შესახებ ჭორები უკვე მას შემდეგ ვრცელდებოდა, რაც ორგანიზაციამ Paramount-თან 7.7 მილიარდი დოლარის მასშტაბური სატელევიზიო კონტრაქტი გააფორმა, თუმცა UFC-ის აღმასრულებელ დირექტორს, დანა უაითს, კონკრეტული თანხა დაზუსტებული არ ჰქონდა.
Sports Business Journal-თან საუბრისას უაითმა განაცხადა, რომ UFC UFC 324-დან და შემდგომ ღონისძიებებზე ბონუსების ახალ სტრუქტურას დანერგავს.
აქამდე არსებული $50,000-იანი Performance of the Night და Fight of the Night ბონუსების ნაცვლად, ორგანიზაცია ახლა $100,000-ს გასცემს.
ამასთან ერთად, დაემატა სრულიად ახალი ბონუსიც. თუ მებრძოლი $100,000-იან ჯილდოს ვერ მოიპოვებს, მას მაინც ექნება შანსი მიიღოს $25,000, იმ შემთხვევაში თუ ბრძოლას ნოკაუტით ან საბმიშენით დაასრულებს.
ეს დიდი გამარჯვებაა იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც აქამდე დამატებით ანაზღაურებას ხშირად ხელიდან უშვებდნენ.
UFC 324 - წლის პირველი დიდი ღონისძიება და დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა