კიდევ ერთი ქაოსური წელი MMA-ში დასრულდა, სავსე აღმავლობებითა და ვარდნებით, რომელმაც უამრავი ემოცია გვაჩუქა.
თავიანთი კარიერის პიკზე მყოფმა სპორტსმენებმა, როგორიც არიან მერაბ დვალიშვილი და ვალენტინა შევჩენკო, საკუთარი შესაძლებლობები ისტორიის ზღვრამდე მიიყვანეს.
24 წლის მებრძოლმა გიგანტები დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. გულშემატკივრებს კი ზოგიერთი კრეატიული და სასტიკი ფინიშის ხილვისას, ყბა ჩამოუვარდათ.
წლის ბოლოს პაუზის პერიოდში, ESPN-ის 13-კაციანმა პანელმა 2025 წლის საუკეთესოები გამოავლინა, მათ შორის წლის საუკეთესო ღონისძიები, მებრძოლები, საბმიშენი და ნოკაუტი.
წლის საუკეთესო კაცი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი

ხმის პროცენტი: 40%
სხვა ხმები მიიღეს: ალექს პერეირამ, ჯოშუა ვენმა, ისლამ მახაჩევმა და ილია თოფურიამ.
"შეგვიძლია ვიკამათოთ, 2025 წელს დვალიშვილმა ზედმეტად ბევრი ბრძოლა ხომ არ ჩაატარა, მაგრამ ეს არ აკნინებს იმ წარმოუდგენელ წელს, რომელიც UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა გვაჩუქა.
მან კალენდარული წელი იანვარში უმარ ნურმაგომედოვის დომინანტური დამარცხებით დაიწყო, ბრძოლაში, რომელმაც Fight of the Night-ის ტიტული მოიპოვა.
ამის შემდეგ, ივნისში გამართულ რემატჩში, მან შონ ო’მალის წინააღმდეგ დამაჯერებელი საბმიშენით გაიმარჯვა. ოქტომბერში კი ოსტატურად აჯობა კორი სენდჰაგენს.
დვალიშვილის გადაწყვეტილებით მარცხი პიოტრ იანთან ორი თვის შემდეგ, გამოწვეული იყო გადაღლილობით თუ იმით, რომ მეტოქემ პირველ ბრძოლასთან შედარებით სწორი კორექტირებები შეიტანა, ამას მხოლოდ მათი მესამე შეხვედრა გვაჩვენებს.
თუმცა დვალიშვილის გაბედული ოთხბრძოლიანი წელი იმ ეპოქაში, როდესაც ჩემპიონები იშვიათად ჩხუბობენ წელიწადში ორჯერაც კი, აშკარად გამოარჩევს მას დანარჩენი კონკურენტებისგან." - წერია ESPN-ის სტატიაში.
წლის ღონისძიება - UFC 317
წლის ბრძოლა - ბრენდონ როივალი vs ჯოშუა ვენი
წლის კაცი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი
წლის ქალი მებრძოლი - ვალენტინა შევჩენკო
წლის აღმოჩენა - ჯოშუა ვენი
წლის ნოკაუტი - მაურისიო რუფის spinning wheel kick კინგ გრინის წინააღმდეგ
წლის საბმიშენი - ჟან სილვას ნინჯა ჩოუქი ბრაის მიჩელთან
წლის დასამახსოვრებელი მომენტი - UFC 319-ზე ზედიზედ ორი spinning back elbow ნოკაუტი