გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"დრამა იქით იყოს და ყველაფერი კარგად მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ, ბრმა დარტყმა გავუშვი და ეგ იყო და ეგ, მანამდე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.
P.S. იმ 1%-ს ვისაც ძალიან გაგიხარდათ გილოცავთ (რავი სხვა რა "გითხრათ") და ჩემს საყვარელ ხალხს ვისაც გული შეგტკივათ კი მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგრად მიყვარხართ, ყველაფერი კარგად მაქვს, ცოტას დავისვენებ და დაგიბრუნდებით 2026-ში!
უფალი გფარავდეთ" - წერს ქართველი მებრძოლი.
გიგა ჭიკაძე კევინ ვალიეხოსთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.