კევინ ვალიეხოსთან ბრძოლის წინ გიგა ჭიკაძემ წონა ჩააბარა.
ქართველმა მებრძოლმა სასწორზე 146 ფუნტი (66.2 კგ) დააფიქსირა, მისმა არგენტინელმა მეტოქემ კი - 145 ფუნტი (65.8 კგ).
შესაბამისად კვირას გასამართი ბრძოლისთვის ყველაფერი მზად არის. ჭიკაძე და ვალიეხოსი ერთმანეთს ლას ვეგასში დაუპირისპირდებიან.
ღონისძიების მთავარი ქარდი 14 დეკემბერს, 07:00 საათზე დაიწყება.
"არ მგონია, მზად იყოს ამ დონისთვის" - ჭიკაძე მომავალ მეტოქეზე