კევინ ვალიეხოსთან ბრძოლის წინ გიგა ჭიკაძემ MMA Junkie-სთან ისაუბრა.
"ერთი სული მაქვს, ამ გამარჯვებას როდის მოვიპოვებ და ნოკაუტს რაც შეიძლება ადრე გავაკეთებ. იმედი მაქვს, ეს პირველ რაუნდში იქნება. უკვე ვამზადებ კარგ „ქოლაუთს“ (სხვა მებრძოლის გამოწვევა), რადგან მგონია, რომ დივიზიონს ვაკლივარ.
ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც ჩრდილში ვიყავი. რამდენიმე ტრავმა მქონდა ადრე, მაგრამ ღმერთს მადლობა, ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა დროა, ყველაფერი თავიდან დავიწყო.
წელიწადში ოთხჯერ ვიბრძოდი და ეს არის ნამდვილი გიგა. როდესაც რაღაცის სიყვარული მაქვს, მინდა, მაქსიმალურად ხშირად გავაკეთო. მინდა წინ ვიარო, შოუს მთავარი სახე გავხდე და მალე, მომავალი წლისთვის, ჩემპიონის ტიტულსაც მივაღწიო.
მჯერა, რომ ეს ბრძოლა, კარგი დასრულების შემდეგ, დამაბრუნებს იქ, სადაც მეკუთვნის ყოფნა. ამის შემდეგ უფრო მაღალი რეიტინგის მოწინააღმდეგეები მსურს.
ვფიქრობ, UFC-მ ადრე მისცა მას ასეთი პლატფორმა, კო-მეინ ივენთი და ტოპ-15 ბრძოლა. მაგრამ მალე ვნახავთ. უდაოდ კარგი კარიერა აქვს და რამდენიმე კარგი ბრძოლა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ის დიდი გამოწვევა იქნება." - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
გიგა ჭიკაძე კევინ ვალიეხოსს 14 დეკემბერს, ლას ვეგასში დაუპირისპირდება.