გიგა ჭიკაძემ კევინ ვალიეხოსთან ბრძოლის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ამ ეტაპზე რეიტინგებს დიდად არ ვუყურებ, რადგან ვიცი ჩემი ადგილი. ვიცი, რომ საჩემპიონო დონის მებრძოლი ვარ. ჩემპიონი რომ გავხდე, ჯერ კიდევ რამდენიმე რამ მაქვს გასაკეთებელი.
მე თავად მოვითხოვე ჟან სილვა და, რა თქმა უნდა, მის ბრძოლებსაც გადავხედე. ვნახე კევინ ვალეხოსთან მისი ბრძოლაც, ასე რომ ცოტა ნაცნობი იყო ჩემთვის. თანაც მან ჩემს ერთ თანაგუნდელს, დენი სილვას, დაუპირისპირდა. ამის შემდეგ უკვე კარგად ვიცნობდი ამ ბიჭს.
ამ მებრძოლს აღმავალი კარიერა აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ მზად იყოს იმ დონისთვის, სადაც მე ვარ. თუმცა შაბათს ვნახავთ და მე მას უკან, ‘საბავშვო ბაღში’ გავუშვებ, რომ მერე დაბრუნდეს უფრო ძლიერი და უკეთ მომზადებული.
ის ახალგაზრდაა და დიდი კარიერა აქვს წინ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი გამოცდილება მაყენებს ამ პოზიციაში. უნდა დავგეგმოთ მომავალი წელი დიდი მიზნებისთვის. ახლა კი პირველი ესაა: შაბათს საქმეს მივხედავთ და მერე სახლში ვბრუნდებით.
მან თქვა, რომ სრულად მზად არის და ბედნიერია გაცვლაზე წასასვლელად. ამას ვნახავთ. ამას ყველა ამბობს.“ - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
გიგა ჭიკაძისა და კევინ ვალიეხოსის დაპირისპირება 14 დეკემბერს ლას ვეგასში გაიმართება.
"იმედია, პირველ რაუნდში დავანოკაუტებ" - ჭიკაძე ბრძოლის წინ