გიგა ჭიკაძის მომავალმა მეტოქემ, კევინ ვალიეხოსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ბრძოლაში, მე და ჩემი გუნდი გიგა ჭიკაძის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, თანხას გადავრიცხავთ. მადლობა, რომ ჩემთან ბრძოლას დათანხმდი, ლეგენდავ." - წერს არგენტინელი მებრძოლი.
ვალიეხოსმა რამდენიმე დღის წინაც გამოხატა პატივისცემა.
"პატივია, რომ ქართველს უნდა ვეომო. მიყვარს საუკეთესო ქვეყნების წარმომადგენლებთან ბრძოლა." - წერს 24 წლის მებრძოლი.
გიგა ჭიკაძე და კევინ ვალიეხოსი ერთმანეთს 14 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. ღონისძიების მეინ ქარდი 07:00 საათზე დაიწყება.
ჭიკაძემ წონა ჩააბარა - ბრძოლისთვის ყველაფერი მზადაა