UFC-ში 2026 წლის პირველი დიდი ღონისძიების წინ, მთავარი ბრძოლის მონაწილეებს შორის პირისპირ დგომი შედგა.
UFC 324-ზე მსუბუქი წონის დროებითი ქამარი იდება სასწორზე, რომლისთვისაც ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იბრძოლებენ.
ამერიკელისა და ბრიტანელის პირისპირ დგომი დანა უაითის თანდასწრებით უკვე შედგა და მებრძოლებმა რამდენიმე სიტყვაც გაცვალეს.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელმაც დროებითი პაუზა აიღო და სწორედ ამის გამო ხდება, რომ დროებითი ჩემპიონის გამოვლენა გახდა საჭირო.
აღნიშნული ღონისძიება UFC-სა და Paramount-ის უდიდესი კონტრაქტის პირველი საერთო პროდუქტი იქნება.
UFC 324-ის მეინ ქარდი 25 იანვარს, 06:00 საათზე დაიწყება. თანამთავარ ბრძოლაში ერთმანეთს შონ ო'მალი და სონგ იადონგი დაუპირისპირდებიან.