ლას ვეგასში წლის პირველი დიდი ღონისძიება UFC 324 შედგა.
დღის მთავარი ბრძოლა მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის შედგა, სადაც ჯასტინ გეიჯი პედი პიმბლეტს დაუპირისპირდა. ბრძოლა 5 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ ჯასტინ გეიჯიმ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ამერიკელი კარიერაში უკვე მეორედ გახდა დროებითი ტიტულის მფლობელი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ის შემდეგ ბრძოლაში მსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიას დაუპირისპირდება.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში სუპერმსუბუქი დივიზიონის დაპირისპირება ვიხილეთ, სადაც შონ ო'მალიმ 3 რაუნდში სონგ იადონგს ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
მოგების შემდეგ ამერიკელმა პიოტრ იანთან ბრძოლა მოისურვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ სავარაუდოდ რიგში მერაბ დვალიშვილია და ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
მთავარ ქარდზე ერთადერთი ვადამდელი გამარჯვება დაფიქსირდა. მძიმე წონაში ვალდო კორტეს-აკოსტამ მეორე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით დერიკ ლუისი დაამარცხა.
ქარდის დანარჩენ ბრძოლებში ნატალია სილვამ როუზ ნამაიუნასს, ხოლო ჟან სილვამ არნოლდ ალენს გადაწყვეტილებებით მოუგეს.
პრელიმებზე გამარჯვება მოიპოვა უმარ ნურმაგომედოვმაც, რომელმაც დეივესონ ფიგეირედოს 3-რაუნდიან ბრზოლაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.