ლეგენდარულმა ჟორჟ სენ-პიერმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, თუ ილია თოფურია გააგრძელებს ისე, როგორც ახლა იბრძვის და ამ დონეზე დარჩება, ის ყველა დროის საუკეთესო გახდება. მას უბრალოდ კონცენტრაცია და ყურადღების გაფანტვის თავიდან აცილება სჭირდება.
მას ნამდვილად აქვს ყველა ის უნარი, რომ ასი პროცენტით გახდეს GOAT.
მას წარმატებებს ვუსურვებ. ის ძალიან ძლიერია, მისთვის საზღვრები არ არსებობს. ძალიან სრულყოფილი მებრძოლია, ყველა ასპექტში ძალიან კარგია, ნამდვილი ჩემპიონია და შესანიშნავი მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდებისთვის.
ის ძალიან კარგია როგორც ოქტაგონზე, ისე მის გარეთაც. ვისურვებდი, რომ ისლამ მახაჩევს შეხვდეს, ეს გულშემატკივრებისთვის საოცარი ბრძოლა იქნებოდა.“ - კანადელის სიტყვებს ალვარო კოლმენერო ციტირებს.