• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცარუკიანი თოფურიას: "შენს სახლს ვიყიდი, თუ ჩემთან ჩხუბს დათანხმდები"
ქართულიქართული
UFCUFC

ცარუკიანი თოფურიას: "შენს სახლს ვიყიდი, თუ ჩემთან ჩხუბს დათანხმდები"

28 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არმან ცარუკიანს ილია თოფურიასთან საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის გამართვა სურს.


როგორც იცით, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნებულ ილიას საჩემპიონო ქამრის დაცვა დროებითი ჩემპიონის, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ მოუწევს.


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურია მადრიდში თავის სახლს 3.5 მილიონ დოლარად ყიდის, რომელთან ერთადაც თავის აწ უკვე ყოფილ მეუღლესთან, ჯეორჯინასთან ერთად ცხოვრობდა.


შენს სახლს ვიყიდი


„შენს სახლს ვიყიდი, თუ ჩემთან ჩხუბს დათანხმდები." — ასე მიმართა ცარუკიანმა თოფურიას სოციალურ ქსელ X-ში, რომელიც ადრე Twitter-ით იყო ცნობილი.



საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი არმან ცარუკიანს 2024 წლის იანვარში ჰქონდა, როცა ისლამ მახაჩევთან ჩაუნიშნეს ბრძოლა, თუმცა მან 2 დღით ადრე გამოაცხადა, რომ ოქტაგონზე გასვლას ზურგის ტრავმის გამო ვერ მოახერხებს. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ სომეხმა მებრძოლმა წონა ვერ ჩააბარა.


მას შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ცარუკიანზე გაბრაზებულია, რომ მან თავისი შანსი გაუშვა ხელიდან და ახლა საჩემპიონო ბრძოლის ხელახლა მოსაპოვებლად დიდი შრომა მოუწევს.


ოქტაგონზე ვერ გასვლის შემდეგ — მახაჩევთან ბრძოლაში ის ბრაზილიელმა რენატო მოიკანომ ჩაანაცვლა — ცარუკიანმა UFC-ში მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, როცა 2025 წლის მიწურულს დენ ჰუკერი მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. 

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არმან ცარუკიანი
ილია თოფურია
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიული პარტნიორობა - ილია თოფურია და Richard Mille

•ქართული

ქართული

ისტორიული პარტნიორობა - ილია თოფურია და Richard Mille
•ქართული

ქართული

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!

•UFC

UFC

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!
•UFC

UFC

ცარუკიანის პირობა თოფურია-გეიჯის ბრძოლის დაზღვევისთვის

•UFC

UFC

ცარუკიანის პირობა თოფურია-გეიჯის ბრძოლის დაზღვევისთვის
•UFC

UFC

მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა

•ქართული

ქართული

მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა
•ქართული

ქართული

News image

31 მარ, 2026

ისტორიული პარტნიორობა - ილია თოფურია და Richard Mille

News image

22 სთ წინ

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება?!

News image

31 მარ, 2026

ცარუკიანის პირობა თოფურია-გეიჯის ბრძოლის დაზღვევისთვის

News image

02 აპრ, 2026

მერაბ დვალიშვილმა ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება