პსჟ-ს ნახევარმცველის, ვიტინიას აზრით, კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, გუნდი უკეთესი გახდა.
„კილიანი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საერთოდ საუკეთესო არა. ვიცოდით, რომ მის გარეშე ახალი სეზონი რთული გამოვიდოდა. მისი პირდაპირ ჩანაცვლება შეუძლებელია, მაგრამ ამას გუნდურად ვაკეთებთ.
ვფიქრობ, კოლექტიურად უკეთესები გავხდით და ეს უკვე დავამტკიცეთ. ზოგჯერ, გოლები ვერ გაგვაქვს, მაგრამ ბევრი დიდებული თავდამსხმელი გვყავს." - აღნიშნა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.
მბაპემ პსჟ ამ სეზონის დაწყების წინ დატოვა და უფასოდ მადრიდის რეალში გადაბარგდა.