ვიტინიას თქმით, ოქროს ბურთს ყველაზე მეტად უსმან დემბელე იმსახურებს.
დაჯილდოვება 22 სექტემბერს, პარიზში გაიმართება.
„ოქროს ბურთის ერთხელ მაინც მოგებაზე ყველა ოცნებობს. შესანიშნავი იქნება, თუ მე მოვიგებ ამ ჯილდოს.
თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამ პრიზს ყველაზე მეტად უსმან დემბელე იმსახურებს.
ეს ის ფეხბურთელია, რომელიც განვლილ სეზონში ტიტულებისკენ გაგვიძღვა და ოქროს ბურთიც სწორედ მას ეკუთვნის." - აღნიშნა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.
მეორედ კარიერაში - კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებშია!