მილანში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მეხუთე დღეს, ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალურ ასპარეზობაში, მამაკაცთა კატეგორიაში, ნიკა ეგაძე გამოვიდა.
ქართველმა სპორტსმენმა 85.11 ქულა დააგროვა და ამ ეტაპზე მე-15 ადგილზე იმყოფება.
ეგაძე თავისუფალ პროგრამაში 13 თებერვალს იასპარეზებს. 11 თებერვალს კი ყინულზე თავისუფალ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილს ვიხილავთ.
ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მე-4 ადგილი დაიკავა.