სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში ლას ვეგასის გრანპრი გაიმართა, სადაც 2024 წლის სეზონის მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გაირკვა - ეს კი რედ ბულის ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ვერსტაპენია.
ჩემპიონობისთვის მაქსს რბოლა ლანდო ნორისზე წინ უნდა დაემთავრებინა და მან ეს შეძლო კიდეც. ვერსტაპენმა რბოლა მე-5 პოზიციაზე დაასრულა, ნორისმა კი მე-6-ზე და შესაბამისად ნიდერლანდელი ჩემპიონიც გახდა.
მაქსი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეოთხედ გახდა, მან ეს ზედიზედ 4 სეზონში - 2021, 2022, 2023 და 2024 წლებში მოახერხა.
ვერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში იმ ხუთეულს შეუერთდა, რომელსაც ჩემპიონობა მინიმუმ 4-ჯერ აქვს მოპოვებული - მიხაელ შუმახერი (7), ლუის ჰემილტონი (7), ხუან მანუელ ფანხიო (5), ალენ პროსტი (4) სებასტიან ფეტელი (4), მაქს ვერსტაპენი (4).
რაც შეეხება ლას ვეგასის რბოლას, ის მერსედესის დომინაციით დასრულდა, პოდიუმზე პირველი და მეორე ადგილები ჯორჯ რასელმა და ლუის ჰემილტონმა დაიკავეს, მე-3 პოზიციაზე კი კარლოს საინსი (ფერარი) გავიდა.
ჯორჯ რასელი გახდა მე-7 მრბოლელი ამ სეზონში, რომელმაც მინიმუმ 2 რბოლა მოიგო. ეს კი ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია - მაქს ვერსტაპენი (8), ლანდო ნორისი (3), შარლ ლეკლერი (3), ლუის ჰემილტონი (2), ოსკარ პიასტრი (2), კარლოს საინსი (2), ჯორჯ რასელი (2).
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის დასრულებამდე 2 რბოლა დარჩა, რომლებიც კატარსა (1 დეკემბერი) და აბუ დაბიში (8 დეკემბერი) ჩატარდება.
ჯერ-ჯერობით არაა გადაწყვეტილი კონსტრუქტორთა ჩემპიონის ვინაობა, აქ სიტუაცია ასეთია:
1. მაკლარენი - 608 ქულა
2. ფერარი - 584 ქულა
3. რედ ბული - 555 ქულა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები