UFC-ის ორი წონის ექს-ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი, ილია თოფურიას ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვებას და მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაუფლებას ულოცავს.
ქართველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში მე-10 მებრძოლი გახდა, რომელსაც ორი დივიზიონის ქამარი აქვს მოპოვებული. იმ 10 კაცს შორის არის თავად მაკგრეგორიც.
„გილოცავ ჩემი ძველი ქამრების მოპოვებას, ილია!
თქვა, რომ ბურთებს პადის თავზე დაალაგებს, ჰაჰა, მაგარია.
მსუბუქ წონაში ეს ძალიან კარგი ბრძოლა იქნება.
UFC დაბრუნდა? თუ ჯერ კიდევ გაკლიათ რაიმე?
ზედიზედ სამი ნოკაუტით მოგება ძალიან მაგარია, ნოკაუტების უარყოფა შეუძლებელია.
მომწონს (ვარდის ემოჯი).
ჩარლზის გამო გულდაწყვეტილი ვარ, ბრძოლას სტილი ქმნის. დიდებული და ლეგენდარული მებრძოლი. კარგი დასვენება." - წერს სოციალურ ქსელში მაკგრეგორი.