მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ძიუდოში ზემო ავსტრიის გრან პრის -81 კგ. წონითი კატეგორიის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები ქართველები გახდნენ.
მეოთხედფინალურ ასპარეზობაში, ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიელ ტომას შარფეტერს მოუგო და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც სერბი მილიან რადული ვაზარით დაამარცხა და გრან პრის ფინალში გადავიდა.
პარალელურად 1/4 ფინალში გიორგი ჯაბნიაშვილმა რიკუ ოკადა იპონით დაამარცხა და 1/2 ფინალში მარსელო ფრონცკოვიაკს დაუპირისპირდა, რომელსაც ასევე მოუგო და ფინალში გავიდა.
სამწუხაროდ, ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ვერ მოახერხა ასპარეზობა და გულშემატკივარმა ქართული ფინალი ვერ იხილა.
შესაბამისად ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი კი ტატო გრიგალაშვილს დარჩა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები