ჟოზე მოურინიომ აღიარა, რომ საკუთარ თავს გენიოსად არ მიიჩნევს.
დღეს, 30 სექტემბერს, ჟოზეს ბენფიკა მის ყოფილ კლუბს ჩელსის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში დაუპირისპირდება.
„ჩემს კარიერაში ყოფილა მატჩები, რომელიც, როგორც დავინახე, პირადად მე მოვიგე. გამარჯვება ჩემმა გადაწყვეტილებებმა მოგვიტანა, იმიტომ რომ ფეხბურთში არის მომენტები, გადაწყვეტილებები ან სტრატეგია, რომელიც ყველაფერს ცვლის. ეს გაფიქრებინებს, რომ კონკრეტული მატჩი შენ მოიგე.
თუმცა, საკუთარ თავს გენიოსად არასდროს არ ვთვლიდი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ გუნდის ნაწილი ვარ და რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთლები არიან.
მე კი მათ გვერდით ვარ, რათა დავეხმარო." - აღნიშნა განსაკუთრებულმა.