საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, განვლილი წლის საუკეთესო სპორტსმენად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. გამოკითხვაში 100-მდე სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა.
კუთვნილი ჯილდო საქართველოს ნაკრების ახლ კაპიტანს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ გადასცა.
სპორტულ ჟურნალისტთა გამოკითხვა პირველად 1964 წელს ჩატარდა. 62-წლიან ისტორიაში, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი მხოლოდ 5 ფეხბურთელი გახდა: 1964 წელს - სლავა მეტრეველი; 1967 წელს - მურთაზ ხურცილავა;1981 წელს - რამაზ შენგელია, ხოლო2024 წელს - გიორგი მამარდაშვილი.
ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ორჯერ დაასახელეს - 2023 და 2025.