დევიდ ვებმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დატოვა.
"დევიდ უებმა საქართველოს ნაკრების სამწვრთბელო შტაბში საქმიანობა დაასრულა. ინგლისელი სპეციალისტი ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში 2023 წლიდან საქმიანობდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს ნაკრებში გაწეული სამწლიანი საქმიანობისათვის, დევიდ უებს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს", - აღნიშნულია NAKREBI.GE-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინგლისელი სპეციალისტი ჩვენი ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბში 2023 წლის აგვისტოდან მუშაობდა.